2011 წლისთვის "გაზპრომი" სომხეთისათვის გაზის ტარიფის საკითხს განიხილავს. ამ დროისათვის არ კონკრეტდება იმ ტარიფის ოდენობა თუ რამდენს გადაუხდის სომხეთი რუსეთს გაზის მიწოდებაში და ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული იქნება თუ არა სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს "გაზპრომის" წარმომადგენელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ კომპანია სომხეთისთვის, ბელორუსისათვის და მოლდოვასთვის გაზის მიწოდებას საბაზრო ღირებულებით განიხილავს.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს "გაზპრომი" გეგმავს, რომ ევროპას გაზს საშუალოდ 308 დოლარად მიაწოდოს. 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი სომხეში "გაზპრომი" გაზს 108 დოლარად ყიდის.