საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია.
მათი ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთელის განმარტებით, შეზღუდვები წესდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს პერიოდულად, რამდენადაც საჭიროა. ამ ეტაპზე, გაჩერებულია სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. შეფერხება ფიქსირდება მლეთამდე, თბილისიდან მლეთის მონაკვეთამდე და სტეფანწმინდიდან კობის მონაკვეთამდე“, – განაცხადა წერეთელმა.