გენერალი სერ გარი ჯონსონს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების ორდენი გადაეცა. გენერალს ორდენი პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს სახელმწიფოს სახელით გადავცე სერ გარი ჯონსონს ორდენი, რომელიც მან საქართველოს სიყვარულისთვის, საქართველოს მხარდაჭერისა და იმ დიდი წვლილისთვის დაიმსახურა, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პრეიზდენტის განკარგულებით, სერ გარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, სერ გარი ჯონსონი 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოში იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც ქვეყანაში ძალოვანი უწყებების გარდაქმნას ითვლისწინებს. გარდა ამისა, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სერ გარი ჯონსონი წლების მანძილზე იყო მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. ამ საბჭოს ფუნქცია და მიზანი იყო სწორედ საქართველოს ძალოვანი უწყებების რეფორმის კონცეფციის შექმნა.
"სწორედ ჯონსონმა მოამზადა დოკუმენტი, რომელმაც ქართული ძალოვანი უწყებების მთელი სექტორის რეფორმირებაში საბოლოო ჯამში დიდი და დადებითი როლი შეასრულა, ამიტომ თუ დღეს ვსაუბრობთ წარმატებულ ქართულ პოლიციაზე, წარმატებულ ქართულ არმიაზე, ამაში ქართველების გარდა დიდი წვლილი ჩვენს მეგობრებს და მათ შორის პირველ რიგში სერ გარი ჯონსონს აქვს შეტანილი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას მისი ღვაწლის დაფასებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმები უფრო მეტად წარმატებული იქნება. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მისმა მძიმე შედეგებმა ქვეყანას ხელი ვერ შეუშალა გადაეხვია აღებული კურსიდან. მისი თქმით, ნატოს ოფიციალური პირები თვალყურს ადევნებენ იმ რეფორმებს, რომელიც თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს და მიესალმება იმ ფაქტსაც, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროგაერთიანებასთან და ევროკავშირთან.
"ვფიქრობ სიმბოლური და ძალზე მნიშვნელოვანია რომ ეს დაჯილდოვება შედგა დღეს, როდესაც აქტიურად მიმდნარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, იმ ცვლილებების განხილვა, რომლებმაც უნდა განაპირობოს ქვეყნის მეტი დემოკრატია და ქვეყნის უკეთესობისა და პროგრესისკენ სვლა", - განაცხადა სერ გარი ჯონსონმა.