ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე სამხედრო. ისინი ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრსა და ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტები მსუბუქად არიან დაშავებულები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.