ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევით, დიალოგის დაწყებისთვის პოზიტიური საფუძველი გაჩნდება.
„საქარველოს ხელისუფლების პოლიტიკამ აფხაზეთის მიმართ გასული წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები არ განიცადა და კვლავ მკვეთრად აგრესიულ ხასიათს ატარებს. საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკას, ქმნის დაბრკოლებებს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს არწმუნებენ აფხაზეთის ოკუპაციის შესახებ ცრუ თესიზებით. ასევე, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს სამხედრო პოტენციალის პროცესის ზრდა აშშ-სა და ნატოს ქვეყნების მხარდაჭერით, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევით მოხდება ფასეულობების გადაფასება და ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის დაწყებისთვის პოზიტიური საფუძველი გაჩნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ტრდაციულად იყვნენ შუამავლები აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცესში”, - ამბობს დაურ კოვე.