ნატოში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელის გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადებით, ლისაბონის სამიტამდე ნატოში რიგი შეხვედრები იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებს მგალობლიშვილმა განუცხადა, საქართველოს მთავარი პრიორიტეტები ევროატლანტიკურ სივრცეში და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ უცვლელი რჩება და ამ მიმართულებით ქართველი დიპლომატები და საქართველოს ხელისუფლება მუშაობას კვლავ აქტიურად აგრძელებს.
"სექტემბერი საგარეო პოლიტიკის კუთხით არის ძალიან დატვირთული თვე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამბასადორიალი სწორედ სექტემბრის დასაწყისში იმართება. ლისაბონის ნატოს სამიტამდე ჩვენ გარკვეული აქტივობები უკვე დაგეგმილი გვქვს, კეროდ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართება", - განაცხადა მგალობლიშვილმა. თუმცა არ დააკონკრეტა კერძოდ რა შეხვედრებზეა საუბარი.
მისივე შეფასებით, მინისტერიალი არის ადგილი, სადაც სამომავლოდ სტრატეგიები იგეგმება და განვლილი მუშაობის შედეგები ანალიზდება.