იტალიაში საქართველოს ელჩის კოტე გაბაშვილის განცხადებით დღევანდელ ამბასადორიალზე სტრატეიული გეგმები დაისახება.
"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ შიდა პრობლემებზე, რომელიც არსებობს, ასევე იმ მთავარ სტრატეგიულ გეგმას დავსახავთ. კერძოდ როგორიც არის ქვყენის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, პოლიტიკურ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება ასევე საუბარი შეეხება დიასპორის საკითხებსაც", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე შეფასებით, აუცილებელია თითოუელ ქვეყანასთან იქნება ეს პატარა თუ დიდი ქვეყანა, ქართულმა დიპლომატიამ სწორი მიმართულებით იმუშაოს, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებას მაინც მიაღწიოს, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერტორიების არაღიარების საკითხი.