ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, რადგან პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ, ნეგატიურმა ძალამ საკმაოდ მაღალი შედეგი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც ხმა ვაკის 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის ძალა, რომლის თვისებები აგრესია, სიძულვილი და სიცრუეა. ხოლო მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა.
„აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, რადგან პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ, ნეგატიურმა ძალამ საკმაოდ მაღალი შედეგი მიიღო. თუ მაღალი აქტივობა იქნება, ამ შეთხვევაში პასუხიც მაქსიმალურად სწორი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.