პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძის მაღალი შედეგი დაბალმა აქტივობამ განაპირობა .
"დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დღეს საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მე მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ხმა დღეს დილით 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა.