მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხდა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ის მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოსყველა მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.