ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 7. 26 პროცენტი პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ნება უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია. 28 ოქტომბრის ანალოგიური პერიოდისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6,14 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა, 8.9 პროცენტი მცხეთაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი – 3.8 პროცენტი კი, წალკაში.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელსაც კომისიები კანონით დადგენილი წესებითა და ვადებით განიხილავენ.