გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "ტვ პირველის" ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უბანთან ახლოს მყოფ ორ ქალს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას აკეთებდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
"აგერ ველოდები მანქანით მივდივარ. ნაციონალები უნდა ამოვძირკვო", - თქვა ქალმა და კითხვის შემდეგ, ვინ დაავალა "ნაციონალების" ამოძირკვა, ის ჟურნალისტს ხელით შეეხო და ტელეფონის დაზიანება სცადა.
"ამ ტელეფონს ავიღებ და მოგიბრუნებ კარგად. რატო იღებ? გაუზრდელო, სად გაიზარდე? ნუ იღებ, არ მჭირდება შენი გადაღება", - უთხრა ქალმა ჟურნალისტს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალებს ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით რეგიონებში მიჰყავდათ, რათა არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.