ბათუმში, მე-17 უბნიდან დამკვირვებელი, ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრი ზებურ დუმბაძე გააძევეს.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ლანა აგირბას განცხადებით, ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ხმის მიცემის პროცედურაში, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრების წილისყრის საფუძველზე გააძევეს.
„ყველა ამომრჩეველს სთხოვდა პირადობის მოწმობას, ეკითხებოდა გვარებს ხმამაღლა, ხელს უშლიდა პროცესს, ამიტომაც შევადგინეთ გაძევების ოქმი”, – განაცხადა ლანა აგირბამ.
ზებურ დუმბაძის თქმით, ის უბრალოდ ამომრჩევლებს ეხმარებოდა და კონკრეტული მითითება არავისთვის მიუცია.