ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ტურისტული ზონის განვითარებას.
სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას დღეს საფუძველი ჩაუყარა აჭარის მთვრობის მთავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შერაზადაშვილმა. გაიმართა კაფსულის სიმბოლური დოკუმეტის ხელმოწერის ცერემონიაც.
„ქობულეთს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ახალი მრავალფუნქციური 240 ნომრიანი სასტუმრო ქობულეთში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის მეტი დასაქმება რეგიონში, ეს არის მეტი განვითარება და წინსვლა. ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა, სჭირდება თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოწოდებულია ამ გარანტიების შექმნისთვის, მოწოდებულია ბიზნესპროცესების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მჯერა, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ქობულეთში იქნება მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშრისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელიცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპაცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.
ახალ საინვესტიციო პროექტს შპს "ელ & ერ კომპანი" საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი პრინციპებისგათვალისწინებით განახორციელებს.
შპს "ელ & ერ კომპანი" ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოშ 2014 წლიდან ფუნქციონირებს.