ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი თბილისში, ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში ჩამოასვენეს, შემდეგ კი მის მშობლიურ, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში გადაასვენეს.
ქართველი სამხედროს ჩამოსვენების ცერემონიას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები. მუხრან შუკვანის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული. ასევე ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31-ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტის შედეგად ქართველმა ჯარისკაცმა ორივე ქვედა კიდური დაკარგა.