მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შესახებ განაცხადეს. მოსკოვის ოთხივე აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვა დაწესდა.
მოსკოვის მერის მტკიცებით, ჩამოაგდეს 10 დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორ საათში რუსეთის რეგიონების თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 71 დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან 15 მოსკოვის ოლქის თავზე იყო, მათ შორის 11 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.
ფრენების შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის „დომოდედოვოს“, „ვნუკოვოს“, „შერემეტიევოს“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში, თუმცა მოგვიანებით მოიხსნა.
მოგვიანებით, ვნუკოვოში დროებითი შეზღუდვები აღდგა და „შერემეტიევოს“ აეროპორტიც ისევ დაიხურა.