ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა. მისი თქმით, დამვწრობის ცენტრში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც სათანადო მკურნალობა უტარდებათ.
„დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი - ბაბუა, მამა და შვილი. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა აღენიშნებათ. სამივე მათგანს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდება”, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე. რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე, გრძელდება ძებნის სამუშაოებიც. მოგეხსენებათ, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, იქნება მობილიზებული რშესაბამისი ტექნიკა, რითიც მოხდება ამ ფილის აწევა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.