ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა.
შემთხვევის შედაგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც.
სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მათი მდგომაროება მძიმეა.
„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 წლის მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.