რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა.
აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც ირკვევა, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.