ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი თრილერ "ტურისტში" პარტნიორები იქნებიან. დეპს ამერიკელი ტურისტის როლი ერგო. იგი რთულ თამაშში ერთგავერი სატყუარას როლს ასრულებს, რომელსაც ინტერპოლის აგენტი (ჯოლის გმირი) საშიში დამნაშავის, მისი ყოფილი შეყვარებულის დასაკავებლად იყენებს.
ტურისტის როლი ავსტრალიელ მსახიობს სემ უერტინგტონს უნდა შეესრულებინა, თუმცა მან "შემოქმედებითი უთანხმოებების" გამო პროექტი დატოვა.
თავის მხრივ, ანჯელინა ჯოლიმ პროექტში შალიზ ტერონი ჩაანაცვლა, რომელმაც გადაღებებზე უარი მოუცლელობის გამო განაცხადა.
ფილმს, სავარაუდოდ, ალფონსო კუარონი გადაიღებს. გადაღებები 2010 წლის დასაწყისში იგეგმება.