24-25 სექტემბერს ქალაქ თბილისში, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" ეწყობა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. მოეწყობა ლექსების კრებულის პრეზენტაცია, ჩატარდება ფოტოკონკურსი დევნილობის თემაზე, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნორმები.
გამოფენა ეწყობა პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორებთან ერთად: ოქსფამ დიდი ბრიტანეთი (OXFAM), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და ველფეარ ფაუნდეიშენი (ჭელფარე Fოუნდატიონ). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (Eჩ) ფინანსური მხარდაჭერით