თბილისში, 12 წლის ელენე გიორბელიძე იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ის ქუჩაში გამვლელმა დაინახა და ოჯახის წევრებს შეატყობინა.
ცნობისთვის, მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გოგონას ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
"დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ 577 33 76 16. გთხოვთ გაავრცელოთ !!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. ის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს.