აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და ამ კლინიკას ძალიან მდიდარი სამედიცინო ტრადიციები აქვს. ამეტაპამდე ჩვენ შევძელით ის, რომ ძველ შენობაში მომუშავე კოლექტივს ახალი შენობა ავუშენეთ, მშენებლობა სულ მალე დასრულდება და სამედიცინოპერსონალი განახლებულ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს მოღვაწეობას. - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმებზეც.
აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო, ისევე როგორც სხვა სამი კლინიკა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესენია: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის, სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა დარჩებიან სახელმწიფო საკუთრებაში.
სახელმწიფო გააკეთებს ინვესტიციას, რათა შეიქმნას სანიმუშო ეტალონური კლინიკების პროექტი, რომელსაც ექნება, როგორც საუნივერსიტეტო განათლების, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდების მძლავრი პოტენციალი. ეს იქნება ერთგვარი ხარისხის თამასა, რომელსაც დროთა განმავლობაში გაუსწორდებიან სხვაკლინიკებიც.
ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია. ამ ეტაპზე ბათუმისრესპუბლიკურ საავდმყოფოში მშენებლობის პროცესი სრულდება და ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება აღჭურვა.
რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. კლინიკის მშენებლობააჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო აღჭურვის ნაწილი - ცენტრალური ბიუჯეტის პასუხისმგებლობა იქნება.