აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში, დევიდ ეთელიმ ბათუმში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ნოემბრის პირველ კვირაში, გაერთიანებულ სამეფოს დედოფლის სახელით, ინგლისში და მის საზღვრებს გარეთ, ყოველწლიურად იმართება ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბრიტანეთის საელჩო ორგანიზებით, ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.
69 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წლის გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი.