4 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის მეორე საერთშორისო კონგრესი გაიმართება.
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია 2016 წელს დაფუძნდა. 2017 წელს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი, რასაც დარგის სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა.
მეორე საერთაშორისო კონგრესის თემები მრაველფეროვანია და მოიცავს სტომატოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პედიატრიული ორთოდონტია, სარძევე კბილების რესტავრაცია, ე.წ. “მალხენი აირის” გამოყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში, ორსულთა მკურნალობა და სხვ.
კონგრესზე მოწვეულნი არიან უმაღლესი სამედიცინო კლასის მქონე მომხსენებლები ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვთა ანესთეზიისა და უმტკივნეულო მკურნალობის საკითხებს, რაც რამდენიმე მოხსენბითაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული სიხალეა, ჰიპნოზური კომუნიკაცია ბავშვებთან (სტომატოლოგიური ვიზიტის დროს). არავერბალური კომუნიკაციის ეს ფორმა უზრუნველყოფს მკურნალობის ჩატარების წარმატებას, პაციენტთა 80% -ში. (მომხსენებელი - პროფესორი ოსმან ვერნერი, ავსტრია).
კონგრესის მიზანია ბავშვთა სტომატოლოგიის დონის ამაღლება საქართველოში, რათა დროულად, ბავშვთა ასაკში, მოხდეს პირის ღრუს დაავადებების პრევენცია.
კონგრესი სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება.