დოდო ჭიჭინაძის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი კინო და თეატრის მსახიობი დოდო ჭიჭინაძე 2009 წლის 3 ნოემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან 1945 წელს დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია.
1950 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "დავით გურამიშვილი" (ქეთევანი, 1946), "ჭრიჭინა" (თინა, 1954), "ბაში-აჩუკი" (ნინო, 1956), "ნინო" (ეთერი, 1959), "ცისფერი მთბი ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "გაფითრეუბლი თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005), "გამცილებელი" (2006) და სხვ.