ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.
"თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არამედ მეორე ტურზე.
ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.