ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.
კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი - 615 624 ხმა (38,64%);
გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 601 188 ხმა (37,74%);
დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი - 174 753 ხმა (10,97%);
შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი - 59 625 ხმა (3,74%);
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი“ - 36 023 ხმა (2,26%);
დავით უსუფაშვილი, „შენების მოძრაობა“ - 36 006 ხმა (2,26%).
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც გაირკვევა, ვინ გახდება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს.