მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია, - ამის შესახებ „ევროპულ საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს, თუმცა ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანაა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ გახდეს.
„დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მეორე ტურში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს ვუცხადებთ. ეს ნორმალურია, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას უნდა ცდილობდეს. სასიამოვნო იქნებოდა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია. ჩვენი მოვალეობაა, მის გვერდით ვიყოთ და გამარჯვება ერთობლივად მოვიპოვოთ. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია, მუდმივი არაფერია არც პოლიტიკაში ყოფნა და არც ხელისუფლებაში”, – განაცხადა ნადირაშვილმა.