თვალშისაცემი იყო ის, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე.
„გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდოდ კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, ანუ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენ წინააღმდეგ. სხვათაშორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია მოქალაქეები მოელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.