„ნაცებო“ რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებისგან გზავნილი მიღებულია, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები და თქვენი უფრო მეტად თანადგომა.
"მეგობრებო, ჩვენი გუნდის გულითადო მხარდამჭერებო, დიდი მადლობა ყველას ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის! ჩვენი საზოგადოებისგან მიღებული გზავნილი მიღებულია, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები და თქვენი უფრო მეტად თანადგომა! მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში და 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა არჩევნების გაყალბება! დღეიდანვე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნდობა გავამართლოთ და არასდროს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა “ნაცებს“-ძალადობას-ბოღმას-ტყუილს-სიბინძურეს! „ნაცებო“! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!", - წერს ოხანაშვილი.