საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. როგორც ბრიფინგზე უსუფაშვილმა განაცადა, ის ვერც ერთ მხარს ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე კანდიდატი საზოგადოებას გააერთიანებს.მისი თქმით, ერთპიროვნულმა "ნაციონალურმა მოძრაობა" ერთპიროვნული "ქართული ოცნება" არ უნდა ჩაანაცვლოს, საითკენაც, მისივე თქმით, მიდის ეს პროცესები.
„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო ცვლილება გარდაუვალია. უსუფაშვილის თქმით, ის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა მრავალპარტიული პარლამენტი იყოს მომავალში.
მან იმ ადამიანებს მადლობა გადაუხადა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე მას მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილმა 2.6% აიღო.