ზაზა ურუშაძე დღეს 52 წლის გახდა. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა.
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.
2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.