"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის, რას ფიქრობს არჩევნების შედეგებზე, რა მოლოდინი აქვს მეორე ტურთან დაკავშირებით და აქვს თუ არა გამარჯვების იმედი. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ აპირებს ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას.
სალომე ზურაბიშვილმა არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ განცხადების გაკეთებას არ აპირებს, ხოლო როცა დააპირებს, მათ ეტყვის.
"არ დაგიბარეთ. როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ", - უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.