დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ამის გააზრება და საჭიროა ამაზე პასუხი.
"პირველი, რაც 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა არის, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი არის ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელი, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები. დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია. ეს ის გზავნილია, რომელსაც აუცილებლად მიეცემა მსვლელობა. საჭიროა ამის გააზრება და საჭიროა ამაზე პასუხი“, - განაცხადა ბესელიამ.