"რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ საზოგადოებას უნდა გაუწიო ანგარიში და ჩვენ ჩვენი რესურსებით მხარს დავუჭერთ [გრიგოლ ვაშაძეს], - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს საპრეზიდენტო ხელისუფლებაში.
"რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ საზოგადოებას უნდა გაუწიო ანგარიში და ჩვენ ჩვენი რესურსებით მხარს დავუჭერთ. რა ფორმები ექნება ამას და როგორ იქნება ამაზე მომავალში ვილაპარაკებთ. მისი ინტერვიუ იყო ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ კიდევ უნდა ასწავლოს ჭკუა საზოგადოება. ჩვენ გვაქვს მოქალაქეებთან შეხება, რომელიც სწორედ ამ ინტერვიუთი იყვნენ აღშოთებული. სარალიძის დაკავებაც იყო ბოლო წერტილი და ა.შ. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.