ამასთანავე დღეს მთავარი ამოცანა არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს შეუძლია გრიგოლ ვაშაძეს და შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ მასთან კონსულტაციას ამ საერთო ამოცანისთვის, როგორ დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებს შორის სერიოზული განსხვავებაა და ეს არ გამქრალა.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი ოპოზიციის ამოცანა, თუ ის არის რეალური ოპოზიცია, არის ხელისუფლებასთან ბრძოლა, ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლების დამარცხება.
„რა ფორმებს მიიღებს ეს, ჩვენ გაცხადებული გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის, მათ შორის იმ შეთანხმებით, რომ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერდით მხარს ნებისმიერი კანდიდატს, რომელიც იქნება პირველ ადგილზე. ნებისმიერი ოპოზიციის ამოცანა, თუ ის არის რეალური ოპოზიცია, არის ხელისუფლებასთან ბრძოლა, ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლების დამარცხება. დღეს ეს არის კიდევ უფრო მწვავე სიტუაცია. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის თავგასული ხელისუფლება ფარცხალაძით, მირზა სუბელიანით, სარალიძის დაჭერით. ეს არის მწვავე კრიზისში მყოფი ხელისუფლება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.