ჩვენი განაცხადი არის-ყველა მინუს ერთი, კარი ღია არის აბსოლუტურად ყველასთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
ის ყველა ოპოზიციურ პარტიას გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კონსულტაციები თითოეულ პარტიასთან გაიმართება.
„ჩვენ ჩამოვშალეთ ის გაყალბების მექანიზმი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ცესკო-ს დღევანდელი მონაცემები განსხვავდება ჩვენი მონაცემებისგან, განსხვავდება პარალელური დათვლის მონაცემებისგან, სადაც ჩვენ პირველი ადგილი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში ყველა დარღვეულ ოქმზე საჩივარს დაწერენ.
„თითოეულ ოქმზე გვექნება შესაბამისი საჩივარი დაწერილი, არის უბნები, სადაც პირდაპირ თეთრით შავზე ჩანს მანიპულაციები, ამოვარდნილი შედეგები, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ყველაფერზე გვექნება რეაგირება. არცერთ ამ საკითხს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც მთავარია, ის გამარჯვება რაც გვაქვს, საბოლოოდ გავაფორმებთ ამ გამარჯვებას და ვიბრძვით მეორე ტურისთვის“, - აღნიშნა ვაშაძემ.