ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ უკვე თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღირსების არჩევნები შედგა.
ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მეორე ტურში აქტიურობისკენ.
მისი თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში ვერ მიაღწია.
„მაქვს თხოვნა, არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ უკვე თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა“, - განაცხადა ვაშაძემ.