[ქართული ოცნების წევრებო] წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას" ორიანი დაუწერა.
"გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400 ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ", - წერს დოლიძე.