"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის პარალელური შედეგები წარადგინა.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, "სამართლიანი არჩევნები" საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კი ხმები ასე გადანაწილდა:
„გრიგოლ ვაშაძე 38.5%, ცდომილების ხარისხი 1%. მინიმალური შედეგი 37.5%, მაქსიმალური შედეგი 39.5%. სალომე ზურაბიშვილი 37.6%, ცდომილების ხარისხი 0,9%, მინიმალური შედეგი 36.7%, მაქსიმალური შედეგი 38.5%. დავით ბაქრაძე - 11%, ცდომილების ხარისხი 0.5.%, მინიმალური შედეგი 10.5%, მაქსიმალური შედეგი 11.5%. შალვა ნათელაშვილი - 3.8%, ცდომილების ხარისხი 0.2%, მინიმალური შედეგი 3.6%, მაქსიმალური შედეგი 4%“.
ბენიძის თქმით, ამ დროისთვის, ორგანიზაციას, საუბნო კომისიებში 73 საჩივარი აქვს წარდგენილი, ხოლო 82 საოლქო კომისიებში.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა პლიუს-მინუს 0,8%-იანი ცდომილების ზღვარით, რაც თითქმის იმავე მაჩვენებელს შეადგენს სტატისტიკურად, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი“, - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.