დარწმუნებული ვართ მეორე ტურში გამარჯვებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ნორმალური მოვლენაა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. ამ შემთხვევაში ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. შესაბამისად, დღევანდელი სურათი ასეთია, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შესაძლებელი იყო. დარწმუნებული ვართ მეორე ტურში გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე