უკვე ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები ჩვენი წარმომადგენლებისგან. დათვლილია ამ ეტაპზე 1000-მდე უბნის მონაცემები. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზე. ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე“, - განაცხადა კობახიძემ.