ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალაშიუბედურ შემთხვევას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ტყეში შეშის დასამზადებლად წასული ახალგაზრდა უკან ურმით ბრუნდებოდა, რა დროსაც ურემი მაღალი ძაბვის სადენებს გამოედო. ძაბვის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების განცხადებით, ელექტროსადენების საყრდენი ბოძი ავარიული არ ყოფილა. მათი ვერსიით, აღნიშნულ შემთხვევამდე საყრდენს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგადაც ბოძი გადატყდა და სადენებიცგადმოვარდა. ავტომობილის მძღოლს კი, ამის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის არ შეუტყობინებია. სიბნელეში ურმით მიმავალმა ახალგაზრდამ გადატეხილი საყრდენი ვერ დაინახა და ურემი სადენებს გამოედო.
გარდაცვლილი სოფელ მატანის მკვიდრი იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.