53-54 პროცენტთანაც ახლოს ვართ, ეს ეგზიტპოლია, ცესკო-ს დაველოდოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ამ შედეგთან ძალიან ახლოს არიან.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები ექსცესებს გეგმავენ, განცხადებაც გააკეთეს, მაგრამ პოლიცია მობილიზებულია.
„სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებული არიან და ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებენ. თუმცა, ეს განცდა და ცდუნებები „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ აქვს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.