ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად მასობრივი მოსყიდვისა, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსისა, მათ "ოცნებას" მოუგეს.
მან ხელისუფლებას და ცესკო-ს მიმართა.
„მინდა ე.წ ხელისუფლებას და ცესკო-ს მოვუწოდო - თქვენ თუ აირჩევთ პრეზიდენტ შევარდნაძის, ასლან აბაშიძის, იანუკოვიჩისა და სარქსიანის გზას, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქის რისხვა თავზე დაგატყდებათ, რადგან ამ ხალხს უკან დასახევი აღარ აქვს. ამიტომ ჯობს წყნარად, მშვიდად, დემოკრატიული გზა აირჩიოთ, ამ არჩევნების შედეგები აღიაროთ და ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე დაიწყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.