მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
„მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვიცი რომელი იქნება პირველ და რომელი იქნება მეორე ადგილზე, როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის და მინდა, მივმართო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.