„პირველ რიგში გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას“, აღნიშნა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ცესკო უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას.
„შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს., რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში.
მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბუნებრივია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებული მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება.
ასევე მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად ყველას ვთხოვ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის დათვლის პროცედურაზე, იმისათვის რომ იყოს დაცული თითოეული ამომრჩევლის ხმა. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, სადაც იგეგმება ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაცია ჩვენი ინფორმაციით, ასევე პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის , ამაზეც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე.
ვთხოვ საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ოლქებში. კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას’, აღნიშნა კობახიძემ.