შედეგებს მაინც უნდა დაველოდოთ იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ეს პირველ ტურში გამარჯვებაა თუ მეორე ტურში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო ეს შედეგები.
"დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ინფორმაციას ვფლობდი და ციფრი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ახლოს არის ცდომილების ზღვართან. შედეგებს მაინც უნდა დაველოდოთ იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ეს პირველ ტურში გამარჯვებაა თუ მეორე ტურში... საარჩევნო კომისიის გადასაწყვეტი იქნება საბოლოო შედეგები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ გამარჯვება დაფიქსირდა და ასევე ძალიან მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს არის ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ეგზიტპოლებში სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.