„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის, თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის ოლქებში გარკვეულ უბნებზე პროვოკაციებს გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხმის დათვლის პროცესზე.
"გვაქვს ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები. ასევე, პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და შსს-ს, ამ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ",- განაცხადა კობახიძემ.